ნინო თანდილაშვილი ჰაერის ხარისხისა და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების შესახებ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობისა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გამართულ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ჰაერის ხარისხის შესახებ ისაუბრეს და ავტოტრასპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმები განიხილეს. გაიმართა ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე გადაღებული სოციალური ფოტონამუშევრების გამოფენაც, რომლის მიზანიც დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე ზეგავლენის წარმოჩენა იყო.

„წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა. ეკოსისტემურ სერვისებსა და ჰაერის ხარისხს შორის პირდაპირი კავშირია. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში. სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა. მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად არის შესაძლებელი, დავიცვათ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს ის უნიკალური ბიომრავაფლეროვნება, რითიც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გამორჩეულია,” - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა გაეროს მუდმივი კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო