ექიმის განცხადებით, გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

უკიდურესად მძიმე რჩება გორში, გვიან საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაშავებულს კლინიკა ,,გორმედში" წუხელ, გვიან ღამითვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტი სტაციონარში პოლიტრამვით შეიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში.

ექიმების ინფორმაციით, დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე რჩება.

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა ქვეითმა. მიღებული დაზიანებების შედეგად, 18 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა