პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ რეგისტრაციის საკითხს დღეს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 ივნისის სხდომაზე ორი ოპოზიციური ფრაქციისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

7 ივნისს, კომიტეტი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციაზე იმსჯელებს. ფრაქცია 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

ასევე, 7 ივნისის სხდომაზე განიხილება 7-წევრიანი ფრაქციის “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ რეგისტრაციის საკითხი. აღნიშნულ ფრაქციაში ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის“ სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

პარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფი - “ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრირდება. 4-კაციანი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ფრიდონ ინჯია იქნება. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია, მეათე მოწვევის პარლამენტისთვის შემოღებული სიახლეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს