კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრო-ტურებს აგრძელებს

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრო-ტურებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გასტრო-ტური კახეთში გაიმართა. ტურში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მიიღეს.

ტურის ფარგლებში შეფმზარეულები მასპინძლებს კერძების მომზადებაში დაეხმარნენ და ადგილობრივ რეცეპტებს გაეცნენ.

ტურის მონაწილეები ხაშმს, კარდენახს, სიღნაღს, ტიბაანს და ველისციხეს ესტუმრნენ.

პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში მართავს.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზაცია, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

“გასტრონომიული ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე საინტერესო ტურისტულ პროდუქტად ყალიბდება. შესაბამისად, ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია, არამედ ზოგადად აგროტურისტული მიმართულების და მთლიანად კახეთის რეგიონის წარმოჩენა. უპირველს ყოვლისა გასტროტურიზმის განვითარება პირდაპირ გამოიწვევს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის უფრო სწორ პოზიციონირებას და მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში” , - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა