“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  8 ივნისს დაბა სტეფანწმინდის გგს-ში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 8 ივნისს დაბა სტეფანწმინდის გგს-ში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 ივნისს დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 ივნისის 09:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ გერგეთს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა