ელისო ბოლქვაძე -  ბათუმი ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა

გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში ბათუმი შევა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე წერს.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.

„მინდა ყველას მოგილოცოთ! “იუნესკოსთან”დაწყებული მოლაპარაკებები, პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუქებზე.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.

სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა “იუნესკოს” გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს”, - წერს ელისო ბოლქვაძე „ფეისბუქზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა