მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის პანსიონზე - სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სწორი, მაგრამ იძულებული ვართ დავემორჩილოთ - ძალიანაც სწორად მოვიქეცით, რომ სახალხო დამცველი არ შემოვუშვით

ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ სოდომურ ცოდვებს - ასეთი ხალხი არამარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ამასთან, მეუფე სპირიდონის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვთა სახლთან დაკავშირებით არ არის სწორი.

როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს, სასამართლო დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისმწამებლურ განცხადებებს.

„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის. ნამდვილად არ არის სწორი. მაგრამ ჩვენ არასწორად გააკეთა თუ სწორად გააკეთა, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ იძულებული ვართ დავემორჩილოთ. არ არის სწორი, რადგან წერია, რომ საშიში მდგომარეობაა ბავშვებისთვის და სასწრაფოდ მოაცილეთ აქაურობასო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. რას დაეყრდნო სასამართლო, დაეყრდნო არასამთავრობოების ცილისმწამებლურ განცხადებებს, თითქოს აქ რამე ცუდი ხდება. ის რომ რაღაც ცუდი ხდება სადმე, ამას სჭირდება დამტკიცება. აღძრულია საქმე, გვიჩივლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რამდენიმე საქმე არის აღძრული, მაგრამ არაფერზეა დასრულებული გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სასამართლო პროცესი გამართული არ არის. აქედან გამომდინარე არცერთი ბრალდება, ცილისწამებას ვიტყოდი უფრო მეტად, რომელსაც ეს არასამთავრობოები აყენებენ, არ არის დამტკიცებული. ჩემი აზრით, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა, რომ ბავშვები სასწრაფოდ გაიყვანეთ აქედანო. ბრალი რომ დამტკიცდეს, ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას, რომ ეს ნამდვილად არსებობს. ასეთი არ უთქვამს გამოძიებას. მერე სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ეს. გამომძიებელი თავისი რწმენით მოქმედებს და სასამართლო მხოლოდ ფაქტებით მოქმედებს“, - აცხადებს მეუფე სპირიდონი.

მისივე თქმით, ბავშვებს არ სურთ წასვლა პანსიონიდან.

„არ უნდათ ბავშვებს აქედან წასვლა, ტირიან, ერთი ცუდად გახდა, გაიყვანეს საავადმყოფოში. მიმაჩნია, რომ არაა სწორი. ეს არის მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავადსახსენებელი ფაშისტები. ღმერთმა აპატიოს, ვინც ამას აკეთებს“, - ამბობს მეუფე სპირიდონი.

მისივე თქმით, ყველაფერი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ პანსიონში ნინო ლომჯარია არ შეუშვეს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანკობას, სოდომურ ცოდვებს. სახელმწიფოს უზგავნიან წელიწადში რამდენჯერმე ულტიმატუმებს, რომ სასწრაფოდ დააკანონეთო ერთსქესიანთა ქორწინებაო. მე მიმაჩნია, ყველას გასაგონად, რომ ასეთი ხალხი არამარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები. ეს ხალხი საქართველოში არ უნდა იყოს“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მისივე თქმით, მოსამართლეს, ღმერთმა უნდა შეუნდოს.

"ღმერთმა აპატიოს იმ მოსამართლეს, შეუნდოს უფალმა, წარდგება ის ღვთის წინაშე და მაშინ გაიხსენებს ჩემს სიტყვებს, თავი უკვდავი ნუ ჰგონია მას. წარდგება ღვთის წინაშე, ყველაზე დიდი მოსამართლე არის ღმერთი", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილის. მეუფე სპირიდონის თქმით, ისინი წლების განმავლობაში, სერიოზულად ეხმარებოდნენ პენსიონატს.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა