სოფელ ზარათში ხმაური იყო - ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ზარათში ხმაური იყო. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.

მოსახლეობის თქმით, მათ მეზობელ სოფელში სურდათ წასვლა, თუმცა პოლიციელებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

გაბრაზებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა.

"რიონის ხეობის მცველების" ერთ-ერთი წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია უკანონოდ ზღუდავს ადგილობრივების უფლებებს, რის გამოც მოსახლეობის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა