7 ივნისს  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოს მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს

7 ივნისს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს.

მრჩეველთა საბჭო ემსახურება უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას. საბჭოს წევრები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანები, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის დონორი ორგანიზაციები. შეხვედრას დაესწრება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე, ქეთრინ შვაიცერი.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიმდინარე მიღწევებს, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხებს და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, სდსუ საქართველოს პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის კარიერისა და დასაქმების მიმართულება, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას და ბაზარზე არსებული დანაკლისის შევსებას ემსახურება ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებით. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველო ყოველსემესტრულ დასაქმების გამოფენას მართავს, რომელზეც წარმოდგენილი არიან უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი ორგანიზაციები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა