მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე - დარღვევები ბუნებრივია, რომ იქნებოდა - რეაგირებაც იყო

თუ ბავშვი გასაყვანია იქიდან, არ ნიშნავს, რომ ბავშვი გაკრული ჰყავთ და ხელებს უტრიალებენ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუკი პანსიონში პირობები შესაბამისი იყო, რატომ დატოვა ბავშვების ნაწილმა პანსიონი.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვიღაცას მოსწონს, როდესაც ეუბნებიან, რომ უკეთეს პირობებში გადაიყვანენ.

„ბავშვები არიან. იმას კი არ ვამბობ, რომ სხვადასხვა სოციალური ფენის, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები არიან ბავშვების. რა თქმა უნდა, ბავშვს რომ ეტყვი, კამფეტს გაჭმევ და უკეთეს პირობებში გადაიყვან, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არ მოეწონება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკი უნდა მიჰყვეს ბავშვს იქ, სადაც უნდა მივიდეს, დაწესებულების დატოვების შემდეგ.

„თუ ბავშვი გასაყვანია იქიდან, არ ნიშნავს, რომ ბავშვი გაკრული ჰყავთ და ხელებს უტრიალებენ. ბავშვს თუ უნდა წასვლა, ასე უნდა მოხდეს. გავიგოთ ბავშვს რა უნდა, ვკითხოთ, სად უნდა წასვლა. სადაც წასვლა უნდა, იქაც უნდა მივიდეს სოცმუშაკი, ნახოს, ბოლომდე მიყვეს“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

მეუფე ნიკოლოზი არ უარყოფს, რომ ბავშვთა სახლში დარღვევები იყო.

„დარღვევები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ იქნებოდა, რადგან ლაპარაკია ქუჩიდან მოყვანილ ბავშვებზე. ეს აღმზრდელები, ვინც იქ არიან, ვინც შედიან, საიდან მოვიყვანოთ, შეხედეთ, სად ვცხოვრობთ, ნინოწმინდაა. კლიმატური პრობლემები ცალკე, ეთნიკური პრობლემები ცალკე, ათასი პრობლემაა. თუ მე ვაკეთებ ბავშვთა სახლს, უნდა მოვნახო ისეთი პედაგოგი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება საქმეს. სად ვნახო ასეთი ხალხი, კაცო“, - განაცხადა მეუფემ და დასძინა: „ეს ბავშვები თვითონ საიდან მოვიდნენ? - ბევრად უფრო პრობლემური გარემოდან, ვიდრე ის დარღვევები, მათი უფლებების დარღვევები. უცებ იდეალური როგორ იქნება, ამიხსენით“.

მისივე თქმით, „რეაგირებაც იყო“.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, კონკრეტული დასჯის ფაქტი, რაზეც არის საუბარი, რამდენიმე წლის წინ მომხდარი ამბავია.

„რა თქმა უნდა, ახლა, ბოლო წლებში ასეთი მეთოდები აღარ გამოიყენება“, - აღნიშნავს მეუფე.

მისივე თქმით, კონკრეტული აღმზრდელი, რომელმაც ბავშვზე ფიზიკური ზემოქმედება მოახდინა, გაათავისუფლეს.

„რაც შეეძლო მეუფე სპირიდონს თავის დროზე აკეთებდა. ახლა რომ ვითარდება სამყარო და ეს წესებიც იხვეწება და რაღაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ მეუფე სპირიდონი ახალ სტანდარტებს ვერ აჰყვა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, სახალხო დამცველს მაშინვე უნდა მოეხდინა რეაგირება.

„ხომ გააკეთა შსს-მ განცხადება. ეს საქმეები რომ აღიძრა მაშინვე. მძიმე მუხლებზეა საუბარი ხომ? შესაძლო გაუპატიურებაზეა, როგორც კი ამბობ გაუპატიურებას, რომ ამბობ, გაუპატიურებაზე, პირველი, რაც ადამიანს მოსდის თავში, რადგან იქ არიან ბავშვები და სასულიერო პირები, რა თქმა უნდა, იქ ლაპარაკია სასულიერო პირების მხრიდან ამის მოქმედებაზე, რაც თმებს ყალყზე აყენებს საერთოდ. სინამდვილეში სხვანაირად იყო სრულებით. მეც ახლა გავიგე ოღონდ. ეს შსს-ს განცხადებიდან გავიგე. ვიღაცა ერთ-ერთმა აღსაზრდელმა უჩივლა ვიღაცა მუშას, ახალგაზრდა ბიჭს, რომ მისი მხრიდან ჰქონდა ამ მოქმედებას ადგილი. მაშინვე დაინტერესდა შსს, გამოიძია ეს საქმე, შესაბამისი მტკიცებულება არ იყო, ვერაფრით დაამტკიცეს, რომ ეს მართლა ასე იყო. არ ვიცი, აქვთ თუ არა დახურული საქმე.

იჩივლა, შსს მოვიდა, გამოიძია, თავის დასკვნა გააკეთა, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ არავინ და დღეს, სახალხო დამცველი აცხადებს ამას და ამას როგორც ბრალდებას უყენებს ბავშვთა სახლს - გამოუძიებელ , დაუხურავ, გაურკვეველ საქმეს. ახლა რატომ გვითხრა ეს, თუ 2016 წელს აღიძრა, ამისთვის არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომ თუ ასეთი რამე მოხდა, გაგვაგებინოს ყველას? ახლა, დღეს რატომ მეუბნება კაცო, ამდენი წლის წინ მომხდარ ამბავს. არ იცოდაო, მაშინვე გამოეთხოვა, კაცო“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო