ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი ქართველი ხელოვანის,მწერლის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო. რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია. მისი უდიდესი ნიჭისა და შეუდარებელი იუმორის დამსახურებაა, რომ ქართველ მკითხველსა და მაყურებელს არაერთი შედევრი გვაქვს. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დიდი ქართველი მსახიობების ხმებით ალაპარაკებული მისი დაუვიწყარი მარიონეტები არასოდეს დაკარგავენ მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს. სითბო, სიკეთე და სიყვარულია რეზო გაბრიაძის მთავარი ღირებულებები და ეს არის მისი შემოქმედების მთავარი ღერძიც. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო რეზო გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე გუშინ გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა