ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის კოალიცია დემოკრატიის ისტორიაში „არჩევნების უდიდესი გაყალბების შედეგია“

ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელის ახლად ჩამოყალიბებული კოალიცია დემოკრატიის ისტორიაში „არჩევნების ყველაზე დიდი გაყალბება" შედეგია.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, და ჩემი აზრით დემოკრატიის ისტორიაში, არჩევნების უდიდესი გაყალბების მომსწრენი ვართ. ამიტომ ხალხი თავს მოტყუებულად სამართლიანად გრძნობს და პასუხს სცემს. ისინი არ უნდა გაჩუმდნენ”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო. პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწია. ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს „მომავლის პარტიის“ (ეშ ატიდი) ლიდერს, იაირ ლაპიდს დაუთმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს