ეროვნულმა სატყეო საგენტომ, 2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში, ტყის აღდგენის სამუშაოები 1.3 ჰა ფართობზე განახორციელა

ეროვნულმა სატყეო საგენტომ, 2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში, ტყის აღდგენის სამუშაოები 1.3 ჰა ფართობზე განახორციელა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტყის ტერიტორიაზე ფოთლოვანი სახეობის 6100 ნერგი დაირგო.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც ტყის მართვის ორგანოს, ძირითად ფუნქციას ტყის მდგრადი მართვა, ტყის მოვლა-აღდგენა და ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს.

გასულ წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, აღდგენილია 160 ჰა-მდე ტყის ფართობი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, მოიაზრებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების, ასევე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

ეროვნული სატყეო სააგენტო, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ყოველწლიურად, 150 ჰექტარი ტყის გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს, რითაც ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა ხდება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი