სალომე სამადაშვილი - ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას პრემიერთან უკიდურესად მწვავე შეკითხვები გვექნება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს სრული ჩავარდნა პანდემიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კრახი და გაურკვეველია, რა წარმატებაზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ ანგარიშში.

როგორც სამადაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას ოპოზიციას პრემიერთან “უკიდურესად მწვავე შეკითხვები ექნება”.

“ვფიქრობ, ძალიან რთულია რაიმე პროგრესზე საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მიმართულებით გვაქვს სრული ჩავარდნა იმიტომ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ვაქცინაციის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის. პანდემიის მართვის მიმართულებით არის ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვილი საზოგადოებაში.

რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში გაზრდილ ფასებს, გამქრალ სამუშაო ადგილებს, სრულ ეკონომიკურ კრახს. ამიტომ გაურკვეველია, საერთოდ რა წარმატებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. როდესაც პრემიერ-მინისტრი მოვა პარლამენტში ამ ანგარიშის წარსადგენად, ჩვენ გვექნება უკიდურესად მწვავე შეკითხვები, უფრო სწორად ეს შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან ქართველ საზოგადოებას აქვს. ჩვენ ამ შეკითხვებს დავუსვამთ პრემიერ-მინისტრს”,- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს