ლაშა დამენია - ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, გიორგი გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ

ახლა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და პარტია „საქართველოსთვის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ლაშა დამენიას აზრით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება და არც არასდროს წასულა „იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია“.

„რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ეშინია. ამ გეგმებში საკმაო ცვლილებები შეიტანა გახარიას გამოჩენამ პოლიტიკურ ველზე, ახლა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას. რა თქმა უნდა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება, მისი მოღვაწეობის პერიოდში, პრემიერ-მინისტრობის თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ის ყოველთვის იყო მონურ მორჩილებაში და არც არასდროს წასულა იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია“, - აღნიშნა ლაშა დამენიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა „თავისთავად არასწორი მოვლენაა", გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც "სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა