სოზარ სუბარი - ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს  ნათელი მოფინოს და თავის პოზიცია მკაფიოდ გაამჟღავნა, კითხვები მგონი არავის აღარ დარჩა

ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს მისი სახელი გამოიყენოს, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოფინოს ნათელი,- ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

სუბარის თქმით, გიორგი გახარიამ სახელმწიფოს უღალატა და ის რაც მან გააკეთა, იყო "სამართლის და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა."

"პირველივე წუთიდანვე ვამბობდით, რომ ის რაც გააკეთა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. ეს იყო სახელმწიფოს, სამართლის და კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. როცა კანონი უნდა აღსრულდეს, პრემიერი ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია და მიდის თანამდებობიდან, ამას შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს - ამ კაცის მიზანი იყო ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა. აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ მისი გუნდის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რაც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა საბოლოო ჯამში. ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოფინოს ნათელი და თავის პოზიცია გაამჟღავნა მკაფიოდ, კითხვები მგონი აღარ დარჩა არავის,"- განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა