სოზარ სუბარი - კეთილი იყოს "ნაცმოძრაობის" მობრძანება პარლამენტში - მეტი ხმაური იქნება, რაც მათთვის დამახასიათებელია

კეთილი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" მობრძანება პარლამენტში - ძალიან გამიჭირდება ყვირილით გადავფარო მათი ხმამაღალი შეძახილები, თუმცა, საქმეზე და შინაარსზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ უპირატესობა ჩვენია,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერას, სუბარი აცხადებს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, მოაწერენ თუ არ მოაწერენ ხელს, ეს ფაქტი დოკუმენტის აღსრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"კეთილი იყოს მათი მობრძანება პარლამენტში, სადაც 6 თვის წინაც ზუსტად ვიცოდით, რომ შემოვიდოდნენ და არ მივეცით საბოტაჟის საშუალება. ძალიან კარგია რომ შემოდიან. იმედი მაქვს, მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვის გადაწყვეტილებას. იქნება მეტი ხმაური, რაც მათთვის დამახასიათებელია, თუმცა, ხმაურის გარდა თუ პატარა საქმესაც გააკეთებენ, ეს იქნება უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვისაც, რადგან მათი ამომრჩეველი ამას ალბათ დაინახავს, თუკი იმუშავებენ. მე პირადად ძალიან გამიჭირდება ყვირილით გადავფარო მათი ხმამაღალი შეძახილები. საქმეზე და შინაარსზე თუ ვილაპარაკებთ მაშინ უპირატესობა ჩვენია,"- განაცხადა სუბარმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს