გიორგი ვაშაძე - გახარია, ივანიშვილი, კობახიძე, თალაკვაძე - ყველა პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე

გახარია, ივანიშვილი, კობახიძე , თალაკვაძე - სულ ყველა პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას მმართველ გუნდში ერთმანეთს აბრალებენ, რაც პირველად არ ხდება და ყველა ეს საკითხი იმიტომაა “შემოგდებული, რომ რეალურ პრობლემებზე არ ისაუბრონ”.

“საქართველოში არის შიმშილი, ეკონომიკური კატასტროფა. ივანიშვილი გახარიას აბრალებს, გახარია -ივანიშვილს, კობახიძე ვიღაცას აბრალებს. ეს პირველად არ ხდება. გახსოვთ, კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი კვირიკაშვილის ბრალიაო. იმის მერე რა, ბავშვები მაძღრები არიან და შიმშილი აღარ არის?! ყველა ეს საკითხი იმისთვისაა შემოგდებული, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემებზე. ვინ არის დამნაშავე, რომ საქართველოში ასეთი ეკონომიკური კატასტროფაა. ვინ არის დამნაშავე, რომ პენსიონერს პენსია არ ეზრდება, რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის - მთლიანად ეს გუნდი არის ერთი სახე. თითოეული მათგანია დამნაშავე იმ კატასტროფაში, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს არის ბელეტრისტიკა, მეტი არაფერი. ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ისევ “ნაცმოძრაობაზე” საუბრობენ, “ნაცმოძრაობა” “ქართულ ოცნებაზე” - ეს გაუთავებელი პინპოკი თუ არ დავამთავრეთ და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას არ ეშველება.

გახარიაც, ივანიშვილიც, კობახიძე, თალაკვაძეც - სულ ყველა პასუხისმგებლებო არიან ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. "მეჟდუსაბოიჩიკში" ვინ ვის უღალატა, ნაკლებად მაინტერესებს. უნდა გამოვიყენო ეს რუსული ტერმინი იმიტომ, რომ ეს ხალხი არის იმ მენტალობის მატარებელი, რაც რუსეთშია. ყველა ეს ადამიანი არის ერთსახოვანი. დამნაშავეები არიან უმძიმეს გაჭირვებაში. ეს პოლიტიკური "მეჟდუსაბოიჩიკი” უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში”,- განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს