ირაკლი ქადაგიშვილი -"ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ჭარბად იქნება

დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" განაცხადი ფრაქციის შექმნის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე დაკმაყოფილდება და მას ბიურო ცნობად მიიღებს.

"4 ფრაქცია და ერთი პოლიტიკური ჯგუფი გვეყოლება საქართველოს პარლამენტში. ფრაქციის შექმნა არის პოლიტიკური ინსტრუმენტი პარლამენტში, მაგრამ მათი მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ დესტრუქციის ელემენტი იქნება ძალიან ჭარბად მათ საქმიანობაში წარმოდგენილი, ეს იქნება და მეტი არაფერი,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის რეგისტრაციასთან ერთად, განიხილავს ასევე "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" რეგისტრაციის საკითხს, დღესვე განიხილება პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" რეგისტრაციის საკითხიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა