იაგო ხვიჩია -"ქართული ოცნება" აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს გახარიას

"გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, გახარიას გაემიჯნოს, რათა მას საკუთარი ხმები არ გაატანოს.როგორც ხვიჩიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, გახარიას წინააღმდეგ მმართველი გუნდის კამპანია ბუნებრივია და "მსგავს კამპანიას ცოტა ხანში ოპოზიციაც დაიწყებს".

"ვიღაცისთვის მოღალატის დაძახება ქართულ პოლიტიკაში არც პირველია და არ უკანასკნელი. ასეთი საუბრები ხშირად გაგვიგია და მისი მიზანი, როგორც წესი, არის ხოლმე, რომ გაემიჯნო სხვა პარტიას და შენი ხმები არ გაატანო. ზოგადად, "ქართული ოცნების" ტაქტიკა გახარიასთან მიმართებით არის ის, რომ მათ ესმით, რომ გახარია, როგორც მათი გუნდის ყოფილი წევრი, სიის პირველი ნომერი მშვიდობიანობის პერიოდში მათ ხმას წაიღებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში არ არის საჭირო და პირიქით, "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს. ამიტომ "ქართული ოცნება" აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პემიერ-მინისტრს",- განაცხადა ხვიჩიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა