ნინო წილოსანი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება და არ გეგმავს არანაირი დამატებითი პარტიების მოშველიებას

ბიძინა ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება და არ გეგმავს არანაირი დამატებითი პარტიების მოშველიებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პარტია შეიძლება „ქართული ოცნების" გარკვეულ სატელიტს წარმოადგენდეს, თუმცა როგორც წილოსანმა აღნიშნა, ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ „ეს აბსურდული ბრალდება და ჭორის გავრცელების მცდელობა კიდევ ერთხელ უარეყო".

„რიგი ჯგუფების მიერ და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური ჯგუფების და თავად ალბათ, გახარიას მომხრეების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია და მკვიდრდებოდა, რომ გახარიას პარტია შეიძლება წარმოადგენდეს „ქართული ოცნების" გარკვეულ სატელიტს. ივანიშვილის დღევანდელი განცხადება სწორედ ემსახურებოდა იმას, რომ ეს აბსურდული ბრალდება და ჭორის გავრცელების მცდელობა კიდევ ერთხელ უარეყო. განცხადებაში მკაფიოდ არის გამოთქმული მისი პოზიცია როგორც პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ მისთვის სატელიტი პარტიების დაფუძნება ყოვლად მიუღებელია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანად ჩვენი გუნდის პოლიტიკა ეფუძნებოდა იმას, რომ ამგვარი მანკიერი და ცუდი პრაქტიკა აღმოგვეფხვრა. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება და არ გეგმავს არანაირი დამატებით პარტიების მოშველიებას. თავად ის ფაქტი, რომ გახარიას გადადგომას არ მოყოლია გუნდის შიგნით არანაირი მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები, ადასტურებს იმას, რომ გუნდი არ არის დამოკიდებული ინდივიდებზე, გუნდი არის ერთიანი და ძლიერი.

ის მცდელობა, რომ გახარიას პარტიის "ქართულ ოცნებაზე" მიწებებით გარკვეულ წილად 43%-იან ბარიერს შეექმნას რისკი, რეალობას არ წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ "ოცნება" გაიმარჯვებს" , - განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, წილოსანმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ქმედება და გადაწყვეტილება იყო ღალატი.

„ჩემთვის, როგორც „ქართული ოცნების" გუნდის წევრისთვის, ეს ნამდვილად იყო ღალატი ყველაზე რთულ მომენტში, როდესაც ის თავად მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო. ასეთ მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტში მისი მხრიდან ამგვარი განცხადება და ქმედება გუნდის გაძლიერებას არ ემსახურებოდა", - აღნიშნა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს