ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების მხრიდან დიდი ინტერესია, რომ ვაქცინაცია ჩაუტარდეთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დიდი ინტერესია ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების მხრიდან, რომ ვაქცინაცია ჩაუტარდეთ. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რადგან აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო, უწყება ხელს შეუწყობს მათ, რომ ვაქცინაცირებული იყვნენ.

„ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან იმაზე, რომ არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც ერთი კაბინეტი გაიხსნას, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს ასეც მოხდება. ძალიან დიდი ინტერესია ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების მიერ, რომ იყოს ვაქცინაცია, თუმცა, თავიდან ჩვენ არ ვიცოდით ზუსტად, რამდენად მაღალი იქნებოდა ინტერესი, თუმცა ინტერესმა ყოველგავრ ზღვარს გადააჭარბა, 3 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, ეტაპობრივად და ორგანიზებულად მიმდინარეობს მათი ვაქცინაცია, რადგან აქტიური ტურისტული სეზონი დაწყებულია, არ სცალიათ ჩვენს ტურისტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, თბილისში ჩამოვიდნენ და უმჯობესია, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ, ჩვენ მათ ცალსახად ხელს შევუწყობთ“,- განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა