ფინანსთა მინისტრი - წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გასულ წელს გვქონდა

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი კვარტლისგან განსხვავებით ახალი ეკონომიკური რეალობა გვაქვს და ნავარაუდები 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე გაიზარდა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული ეკონომიკური რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც და ამ კუთხით მომდევნო პერიოდი უფრო სტაბილური იქნება.

“ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს. ამის კონკრეტული პროგნოზირება არის შეუძლებელი, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ახდენს ლარის კურსზე გავლენას. ახალი რეალობა გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით პირველი კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც გაკეთდა პროგნოზები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო 3.5%, ჩვენ ამის მიუხედავად დაგეგმილი გვქონდა 4.3%. დავიწყეთ საუბარი, რომ ეს პროგნოზები გადაიხილებოდა, ჩვენ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, აპრილის თვიდან მოყოლებული პროგნოზებს გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გავზარდეთ 6.5%-მდე. ასევე წარვადგინეთ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში რა იქნებოდა ეკონომიკური ზრდა და ეს არის 10%-ზე მეტი მაჩვენებელი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები.

გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ ბევრი ფაქტორი, რომელიც ამ პროგნოზებს ამყარებს. ეს არის ექსპორტის მიმართულებით დადებითი მაჩვენებელი, დაახლოებით 70%-იანი ზრდა აპრილის თვეში, ფულადი გადმორიცხვების ზრდა 145%-ის ოდენობით. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილის თვეში დაფიქსირდა, არ არის ერთი სექტორიდან გამომდინარე, ეს დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორზე და აღდგენის ნიშანი არის მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში. ყველა ეს ფაქტორი და პოლიტიკური სტაბილურობა ხელს უწყობს მოლოდინების და განწყობების გაუმჯობესებას ეკონომიკაში. ამ რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც, თუმცა კონკრეტულად რა წონასწორობის ნიშანი იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება. ვფიქრობ, მომდევნო პერიოდი იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობის გარეშე”, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო