ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის თაოსნობით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მედიაცია გაიმართება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის თაოსნობით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მედიაცია გაიმართება. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ხელისუფლებას მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანია „ენკასთან“, რომელიც მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტეთ, პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის მედიაციის პროცესი, ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე. მაგალითად. კაშხლის მშენებლობის სრული გადაწევა, დამატებით ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ყველა დამატებითი დასკვნის და კვლევის გახსნა, რაც როგორც წესი, არ არის ხოლმე მოთხოვნილი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ რადგან ასეთი მაღალი ინტერესია, ესეც არის გახსნილი. ასევე, იცით, რომ ჩავატარეთ ექსპერტებთან შეხვედრა, ჩვენ ველოდებით როდის დაგვიბრუნდება დასკვნა, რომელსაც შემდეგ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს. საკმაოდ კარგი პროცესი მიდის“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, "ნამახვანჰესის" მშენებლობას "რიონის ხეობის მცველები" უკვე 200 დღეზე მეტია აპროტესტებენ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა