დავით უსუფაშვილი - ივანიშვილმა, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში

ივანიშვილმა, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი პარტიიდან წასული ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებით არის მუდმივად დაკავებული.

„სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, მერე უწოდებს მას მოღალატეს და რას არ უწოდებს. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს