თეა წულუკიანი - გახარიას გუნდმა პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულა, ეთქვა,“ნუ იყენებთ ჩემ სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი“

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ცუდია სწორედ გახარიას გუნდისთვის. რეალურად, მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემ სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშილი გიორგი გახარიას საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს, რადგან მის საქციელს, „სწორედ ღალატი და იმედგაცრუება” ჰქვია.

„ყველასათვის, არამხოლოდ გუნდის წევრებისთის, არამედ საზოგადოებისთვისაც, გაუგებარი იყო გიორგი გახარიას ის გადაწყვეტილება, რომელიც მან სიურპრიზად, უეცრად მიიღო და გადადგა. ხშირად ისიც გვსმენია, რომ ამ გაუგებარ ნაბიჯს საზოგადოება, ზოგიერთი მათგანი ხსნიდა იმით, ალბათ, ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი, ბიძინა ივანიშვილის პროექტიო. სხვა მხრივ, ვერავინ ახსნა ის, თუ რატომ შეიძლებოდა გუნდის ლიდერს ამგვარი უეცარი გადაწყვეტილება მიეღო. საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, არაერთი მათგანის ქმედებების შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი თავად ავრცელებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით, ზოგიერთ მათგანში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილნი „ქართული ოცნების“ და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მიერ... რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სიცრუე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება დაუშვებელია. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც დაუშვებელია, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გუნდის ლიდერს, რომელთან დაკავშირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გადადგა, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იყო სრულიად აუხსნელი არამხოლოდ გუნდისთვის, ჩემთვისაც და რა თქმა უნდა, საზოგადოებაც გვისვამდა კითხვებს, თუ რა მოხდა. მოხდა ის, რომ ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც ჩვენც გვქონდა, იქნებოდა ეს მთავრობის შიგნით, იქნებოდა ეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ფორმატში მას ყოველთვის ის პოზიცია ეკავა, რომელიც კანონის და სამართლის უზენაესობას ემსახურებოდა და ის ხანდახან უფრო გამოირჩეოდა კიდეც ზოგიერთ შეხვედრებზე და უმტკიცებდა ზოგიერთ ჩვენივე გუნდის წვერს, რომ რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო კანონი დაეცვა და ის იყო ამაში მართალი, მაგრამ უცბად, მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ეს ჩვენება ასე ვთქვათ და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა, სწორედ ღალატი, იმედგაცრუება. სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და დაგვყარა ჩვენ ასე და მიგვატოვა, მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, გუნდის ლიდერი, როცა რთული მომენტებია გუნდისთის, ან რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, უნდა იყოს გუნდის გვერდით, სწორედ ამას ჰქვია ლიდერი.

ბიძინა ივანიშვილი მართალს ამბობს განცხადებაში, რომ გახარიას პარტია შექმნილია იმისთვის, რომ როგორმე “ქართულ ოცნებას” თუნდაც მცირე, მაგრამ ხმები წაართვას, ვნახოთ ბრძოლის დღეც დადგება და ყველანი მივალთ საარჩევნო ურნასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო აუხნელი და უვარგისი გადაწყვეტილება. ეს ბევრჯერ ვთქვი და მასაც ვუთხარი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ამას დავინახავთ საარჩევნო ურნაში ხმებს როცა დავითვლით. როცა პრეტენზია გაქვს ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ცუდია სწორედ გახარიას გუნდისთვის, რეალურად, მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს გამოსულიყო და განცხადება გაიეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემ სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი, რომ ჩვენმა გუნდმა და პირველ რიგში ივანიშვილის გადაწყვეტილებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ „ქართული ოცნება“ მესიანიზმისგან გათავისუფლებულია. მეორე მხარეს არის კრიმინალი სააკაშვილი და მისი ჯგუფი. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი ამ ქვეყანასაც დაანებებს თავს და მიხედავს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის და იქაურ პოლიტიკაში მიიღებს მონაწილეობას, იქნებ იქ მაინც მიაღწიოს წარმატებას”, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო