ფინანსთა მინისტრი  - საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება პოსტპანდემიურ პერიოდში

საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება პოსტპანდემიურ პერიოდში,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც პანდემიამდე არსებულ პერიოდში არსებობდა.

„ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არსებითად განსხვავებული იქნება ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარე წელს. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც შედარებით სწრაფად ხდება ეკონომიკური აღდგენა, ასევე ბევრი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური აღდგენა ხდება არა 1 წელიწადში, არამედ 3-4 წელიწადში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება პოსტპანდემიურ პერიოდში და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც პანდემიამდე არსებულ პერიოდში არსებობდა“,-განაცხადა ხუციშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს