გია ხუხაშვილი - გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის, ამას ვიზიარებ, მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით პათეტიკა ცინიზმია, რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, ეს ტყუილია

გახარია ივანიშვილის პროექტი რომ არ არის, სიმართლეა. ის, რომ პოლიტიკაში აღარ არის, ტყუილია და ის, რომ კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, ცინიზმია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც გახარიამ სამშობლოს უღალატა - პარანოიაა.

„სამი მოკლე დასკვნის გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება იმას, რომ გახარია მისი პროექტი არ არის, ამას ვიზიარებ, ეს მართლა მისთვის დამახასიათებელი არ არის. რაც შეეხება, მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით პათეტიკას, პირდაპირ გეტყვით, ცინიზმია. რაც შეეხება იმას, რომ მან პოლიტიკა დატოვა, ეს ტყუილია. ანუ მოკლედ რომ შევაფასოთ: გახარია მისი პროექტი, რომ არ არის, ეს სიმართლეა. ის რომ პოლიტიკაში აღარ არის ტყუილია და ის რომ კანონის უზენაესობაზე ზრუნავს ეს ცინიზმია. ესაა მოკლე რეზიუმე.

რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა... კანონის აღსრულების ტაქტიკა როგორი იქნებოდა ეს წმინდა ტაქტიკური საკითხი იყო. ერთი წარმოუდგენელი ფორმა იყო, რაც ხელისუფლებამ გამოიყენა, ეს ფორმა უალტერნატივო არ იყო.

მართალი, ტყუილი და ცინიზმი ესაა ამ წერილში, მეტი არაფერი არ არის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო