გია ვოლსკი - როცა „ნაცმოძრაობას“ ძალაუფლება ჰქონდა, სადისტური მეთოდით მართავდა სახელმწიფოს, როცა ეს ხელჯოხი დაკარგა, დესტრუქცია მათი სტრატეგიის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, დესტრუქცია “ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიის მთავარი ნაწილია და ფიქრობს, რომ პარლამენტშიც ასე გაგრძელდება.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების მოთხოვნების და პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით მოიქცეს, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვს.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხელის არმოწერას, ვოლსკი ამბობს, რომ “ეს ქმედება მცირეა იმასთან შედარებით, რაც ბოლო პერიოდში მათ უკეთებიათ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

„ოპოზიციურ საქმიანობას, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ეწევა, აქვს სერიოზული დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც არ შეცვლილა. მაშინ, როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ ხელში, მყარად ეჭირათ ხელჯოხი, რომლითაც საკმაოდ სადისტური მეთოდით მართავდნენ სახელმწიფოს. როდესაც ეს ხელჯოხი დაკარგეს, დესტრუქცია მათი სტრატეგიის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. ვფიქრობ, იგივე გაგრძელდება პარლამენტში, ვინაიდან ქუჩიდან შეტევებით ვერ განახორციელეს მიზნები. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე. მინდა, ახალმა ფრაქციებმა და უფრაქციო დეპუტატებმა ძალისხმევა და ცოდნა მოახმარონ საზოგადოების ინტერესებს. დიდი იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოების მოთხოვნების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და რეგიონული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით ერთხელ მაინც გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ეხება არა მარტო საპარლამენტოს საქმიანობას, არამედ სიმშვიდის შენარჩუნებას და სტაბილურობის განმტკიცებას. სურვილი და ოცნება მაქვს ასეთი, მაგრამ არ ველოდები ნამდვილად”,- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა