გიორგი გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გახარია და მისი გუნდი როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება "პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ", რეაგირებას ითხოვენ.

გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ირაკლი კობახიძის უმძიმეს განცხადებასთან დაკავშირებით, სამართლებროვი რეაგირება უნდა მოხდეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება საკუთარ პოლიციას, გმირ პოლიციელებს, ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამაზე არ აგოს პასუხი. დღეს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ იქნა გაჟღერებული, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს პასუხი",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ისინი "ჭორაობას არ აპირებენ არვისთან".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა