ნიკოლოზ სამხარაძე - როდესაც გახარია გადადგა, ვთქვი, რომ ეს იყო ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც ის გადადგა

როდესაც გახარია გადადგა, ვთქვი, რომ ეს იყო ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც ის გადადგა - ეს იყო თავისი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა. დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილში იგივე პათოსია,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ივანიშვილისგან ამ წერილის გამოქვეყნება მნიშვნელოვანი იყო, რათა საზოგადოებაში აღარ არსებობდეს ეჭვები და სპეკულაციები შეწყდეს. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებაზე გახარიას გამოხმაურებას, რომ „სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს", სამხარაძის თქმით, ეს წინასაარჩევნოდ გახარიას ტაქტიკური გზავნილია.

„გახარიას განცხადება არის ტაქტიკური გზავნილი წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ყველა პარტია თვითონ ირჩევს თავისი წინასაარჩვნო ტაქტიკას და მეთოდებს. გიორგი გახარია არჩევნებისთვის ემზადება, შესაბამისად, მას სჭირდება მობილიზება, რომ მინიმალური შედეგი მაინც დადოს და ეს განცხადებაც აქედან გამომდინარეა",- განაცხადა სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს