პრემიერის ანგარიში - პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენა გადასახადებზე და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მთლიანი ფისკალური ეფექტი 7 მლრდ ლარს აღწევს

2020-2021 წლებში საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენა გადასახადებზე და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მთლიანი ფისკალური ეფექტი 7 მლრდ ლარს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის შენელებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოსავლების დანაკლისი აღწევს 1.9 მლრდ ლარს, ხოლო ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტი 0.6 მლრდ ლარს.

„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მოქალაქეთა სოციალური დახმარების ნაწილზე 1.3 მლრდ ლარი მიიმართება, ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებსა და კარანტინის ორგანიზებაზე 0.9 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 2.2 მლრდ ლარი, ჯამურად ბიუჯეტზე ეფექტი 4.4 მლრდ ლარს აღწევს.

ამასთან, COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებული მაკროფისკალური ჩარჩოს დროული შეთანხმება მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დამატებითი დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის პროცესში, ვინაიდან ფონდთან არსებული შეთანხმება საერთაშორისო დონორებისათვის ადასტურებდა კრიზისისადმი საქართველოს ფისკალური პასუხის მდგრადობას. შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ შეთანხმება იქნა მიღწეული 1.83 მლრდ ევროზე (2.2 მლრდ აშშ დოლარი) მეტი რესურსის გამოყოფის თაობაზე. უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებების მთლიანი რესურსი შეადგენს 1.73 მლრდ ევროს (2.07 მლრდ აშშ დოლარი), საიდანაც 1.57 მლრდ ევრო (1.88 მლრდ დოლარი) არის პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ სპეციალურად და დამატებით მოზიდული თანხა. აღნიშნული რესურსიდან, მიმდინარე მდგომარეობით, უკვე ჩამორიცხულია 1.44 მლრდ ევრო (1.73 მლრდ აშშ დოლარი) ძირითადად საბიუჯეტო დახმარების ტიპის სესხების სახით, რაც გულისხმობს, რომ ჩამორიცხული რესურსი მიიმართა სწორედ ბიუჯეტის COVID-19 თან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმისა და პანდემიიდან გამომდინარე წარმოქმნილი სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ანტიკრიზისული გეგმის სოციალური დახმარების ნაწილში მხარდაჭერილია შემდეგი პროგრამები:

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 200 კვ.სთ-მდე ელექტრო ენერგიისა და 200 მ3 ბუნებრივი აირის მომხმარებელი აბონენტებისათვის, ასევე 2021 წლიდან ელექტრო ენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდია, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამურად მიიმართა 382.7 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული 165 მლნ ლარიდან 2021 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით მიმართულია 93.1 მლნ ლარი;

2020-2021 წლებში იმ დასაქმებულთა დახმარების პაკეტი, რომლებსაც შეუჩერდათ/შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები (პაკეტი მოიცავს 200 ლარიან დახმარებას 6 თვის მანძილზე 2020 და 2021 წლებში), რაზედაც 2020 წელს მიიმართა 130 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 2021 წელს ამ მიზნით გათვალისწინებული 150 მლნ ლარიდან აპრილის ბოლოს მდგომარეობით მიმართულია 100 მლნ ლარამდე;

თვითდასაქმებულებისა და 2020 წლის ბოლოს გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერებული ობიექტების თანამშრომლებისათვის ერთჯერადად 300- ლარიანი დახმარება, რაზეც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 110 მლნ ლარზე მეტი;

65 000-100 000 ქულის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირების დახმარება, რაზედაც 2020 წელს მიიმართა ჯამურად 90 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული 100 მლნ ლარიდან აპრილის ბოლოს მდგომარეობით მიმართულია 67 მლნ ლარი;

2020 წელს 18 წლამდე ბავშვების დახმარება, რაზეც 2020 წელს მიიმართა 187.8 მლნ ლარი, მათ შორის, 123 მლნ ლარი STOPCOV ფონდში მობილიზებული სახსრებიდან;

150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური, რაზედაც 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 15 მლნ ლარამდე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში