„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი - ფილიპ რიკერთან შეხვედრისას დიდი დრო დაეთმო დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარს

შეხვედრის დიდი დრო დაეთმო, ზოგადად, დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარს, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ხანია ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის დაძლევისთვის ბაზისური, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

„შეხვედრის დიდი დრო დაეთმო, ზოგადად, დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარს. იმაზე, რომ უკვე დიდი ხანია ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის დაძლევისთვის ბაზისური, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ცხადია, ამავდროულად ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში ჩასატარებელ რეფორმებზე და „კლანურობასთან" დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც ჭარბად არსებობს დღეს სისტემაში.

ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ ხაზი გავუსვით იმასაც, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერით კრიზისი არ განმუხტულა, უბრალოდ, ახლა იწყება ამ კრიზისის განმუხტვაზე მუშაობა“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს