მედეა ჯანიაშვილი - გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოსთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს 4 წლით საბჭოს წევრად არჩევას ქვეყნის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრობა ქვეყნისთვის და ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ყველა წამყვანი ტურისტული ქვეყანაა გაერთიანებული, თუმცა აღმასრულებელ საბჭოში წარმოდგენილია 35 ქვეყანა. საბჭო წარმოადგენს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მმართველ ორგანოს და განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკას მსოფლიოში.

ეს არის მსოფლიოს ტურისტულად წამყვანი ქვეყნების მხრიდან აღიარება, რომ საქართველო ღირსია იყოს საბჭოს წევრი და მონაწილეობა მიიღოს ტურიზმის დაგეგმვის მიმართულებით გლობალურ პროცესში, ასევე ერთის მხრივ მიიღოს გამოცდილება და მეორეს მხრივ საქართველომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მსოფლიოს. ეს არის ქვეყნისთვის და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი.

საბჭოს წევრობით ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას წარმოვადგენთ, რაც ქვეყნისთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხიმგებლობაა, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს 4 წელი საქართველოსთვის და გავიზიაროთ გამოცდილებები. როგორც იცით პანდემიამ ტურიზმი მთელ მსოფლიოში დააზარალა და ახლა მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, შეჯერებული ხედვა მთელ მსოფლიოში თუ როგორ მოხდეს ტურიზმის სექტორის აღდგენა და წინსვლა.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო