თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც  შესაძლებლობა“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მიერ გამოცხადებული კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა თბილისის N 186-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც თინათინ ნიბლოშვილი თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად ესტუმრა.

საკრებულოს წევრებმა საგანმანათლებლო დაწესებულების დარბაზში შეკრებილ საბურთალოს ოლქში არსებული საჯარო სკოლების დირექტორებსა და მოსწავლეებს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მასში მონაწილეობის პირობები დეტალურად გააცნეს.

„საინფორმაციო კამპანია მთელი თბილისის სკოლებს მოიცავს და მისი მიზანი თბილისის საკრებულოს მიერ გამოცხადებული კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ პირობებისა და მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. დღევანდელ შეხვედრაზე, საბურთალოს მეოთხე ოლქში არსებული სკოლების ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებს გადავეცით კონკრეტული ინფორმაცია თუ სად შეუძლიათ მასალების მოძიება კონკურსის პირობების შესახებ, ავუხსენით დეტალები თუ როგორ უნდა ჩაერთონ კონკურსში. მოხარული ვარ, რომ დაინტერესება ძალიან დიდია და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ კონკურსში თბილისში არსებული ყველა სკოლა მონაწილეობას მიიღებს“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ მოსწავლეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და წარმატება უსურვა.

თბილისის საკრებულომ კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ 2 ივნისს გამოაცხადა. პროექტის მიზანია, პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ.

კონკურსში „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ მონაწილეობას თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მონაწილეები შეძლებენ. მათ საკონკურსო ნამუშევრები კომისიას მიმდინარე წლის 2 ივნისიდან - 20 ივნისის ჩათვლით, მოკლე სამოყვარულო ვიდეოების სახით (1.5 წთ. – 3 წთ. ხანგრძლივობის) მითითებულ მისამართზე ectbilisi@gmail.com უნდა მიაწოდონ. საკონკურსო ნამუშევრები კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილ ფეისბუქ პლატფორმაზე: კონკურსი - “პანდემია, როგორც შესაძლებლობა” აიტვირთება.

კონკურსის შედეგების შეფასებისთვის ხუთკაციანი ჟიური წარმოდგენილ ნამუშევრებს ინდივიდუალურად გაეცნობა, შეარჩევს, შეაფასებს და გამარჯვებულს 10 დღის განმავლობაში გამოავლენს. გამარჯვებულები სპეციალურ სიგელებსა და სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო