„თიბისის” პროექტი  - სტარტაპ დეკრეტი იწყება

„თიბისი” თანამშრომლებს უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტში - სტარტაპ დეკრეტი და 6 - თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი ბიზნესიდეის განვითარებას მოახმარონ. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მსურველი „თიბისელებისთვის“ რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, „თიბისელები“ საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ კი, ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს სექტემბერში გამოავლენს.

„სტარტაპ-დეკრეტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა იყოს. სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, გამარჯვებული „თიბისელები ბიზნესიდეის განვითარებისა და მის რეალობად ქცევისთვის, სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლებენ. გარდა ამისა, გამარჯვებულები ავტომატურად ჩაერთვებიან „თიბისის“ პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. სტარტაპ დეკრეტი „თიბისის“ ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა