კახა კუჭავა - რეზო გაბრიაძე ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლდება

რეზო გაბრიაძე ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და დიდი ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე თაობები გაიზრდებიან.

„ვუსამძიმრებთ რეზო გაბრიაძის ოჯახს, მთელ საქართველოს ამ ძალიან დიდ დანაკარგს. ადამიანი, რომლის შემოქმედებაზე გაიზარდა თაობები და კიდევ გაიზრდება. უდიდესი ქართველი, კინოს, თეატრის რეჟისორი, მხატვარი, მწერალი, ადამიანი, რომლის ამ ქვეყნიდან წასვლამ ნამდვილად გული დაწყვიტა არა მხოლოდ მის ახლობლებს, ქართველებს, არამედ ყველას მსოფლიო მასშტაბით. ის ნამდვილად ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლდება. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მის ახლობლებს და მთლიანად საქართველოს ნამდვილად ამ ძალიან დიდ დანაკარგს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო