პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ანგარიშით ივნისის თვის ბოლო სასესიო კვირაში წარსდგება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ანგარიშით ბოლო სასესიო კვირას წარდგება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინა. შესაბამისად, სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე ანგარიშს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს ივნისის ბოლო სასესიო კვირაში, პარლამენტის პლენარული სხდომაზე წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.

როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევამ პირდაპირი და მყისიერი გავლენა იქონია ტურიზმის შემცირების კუთხით, რაც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. სოციალური პოლიტიკის მიმართულებით აღნიშნულია, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ, ადამიანური კაპიტალისა და შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველია. როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებებით უფრო ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს