ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს.

მათი განმარტებით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აღნიშნავენ, განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

„შეხვედრაზე ისაუბრეს პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვაქცინების გაზიარების გეგმაში საქართველოსთვის პრიორიტეტის მინიჭება, ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი პარტნიორობის კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და პანდემიის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური გარემო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

ქართული მხარის შეფასებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც მოწმობს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ ნატოს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს პროგრესი აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ალიანსის ღია კარის პოლიტიკა. ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა მზაობას, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ქვეყნის მდგრადობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაესვა ხაზი მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ყველა მონაწილე მხარის მიერ“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო