ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას” ბევრ რამეს ვუწუნებ, მათ შორის პოლიტიკურ ხარისხს

„მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ „პოლიტიკურ ხარისხს“ უწუნებს და აცხადებს, რომ ამ პარტიას პარლამენტში მოკავშირედ ვერ განიხილავს.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ შერცხვენილია და ისინი პარლამენტში „არაფრის გულისთვის” შედიან.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირედ ვერ განვიხილავთ. ეს ცხადია. არც არასდროს ვყოფილვართ მოკავშირეები, რაც შეეხება მათ რაოდენობას, ვფიქრობ, რაოდენობაში არაა საქმე, საქმე არის ხარისხში. „ნაციონალურ მოძრაობას” ბევრ რამეს ვუწუნებ, მათ შორის პოლიტიკურ ხარისხს. თუნდაც პოლიტიკური პრაგმატიზმის და გამჭრიახობოს ნაწილში. შემოდიან პარლამენტში იმ პირობებში, როდესაც რეალურად არიან შერცხვენილები არა მხოლოდ თავისი კოლეგების წინაშე, არამედ ჩვენი მოქალაქეების და მათი მხარდამჭერების წინაშე. შემოდიან არაფრის გულისთვის”,- განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო