ლევან ვასაძე - როცა თითი-თითზე არ დაგიდია იმისთვის, რომ სისხლიანი რეჟიმის მიერ გაწამებული ხალხის უფლებები დაიცვა, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ სახალხო დამცინველი

როდესაც წლები გადის და თითი-თითზე არ დაგიდია იმისთვის, რომ სისხლიანი რეჟიმის მიერ გაწამებული ხალხის უფლებები დაიცვა, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ სახალხო დამცინველი ასეთ მდგომარეობაში, - ასე მიმართა ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცევლის ოფისთან „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან ქართველი ხალხის სამსახურში უნდა იყოს.

„როდესაც შენ სახალხო დამცველად მუშაობ ქვეყანაში, სადაც დილიდან საღამომდე ხდება ტრადიციაზე ძალადობა, ეკლესიის დაცინვა, დაცინვა იმაზე, რაც მიღებულია საზოგადოებაში, როდესაც შენ ამის ნაცვლად ყველაზე გარყვნილ ადამიანებზე ზრუნავ, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი. აქ არაფერი პირადული არ არის, ჩვენ ყველანი ცივილიზებული ხალხი ვართ, ჩვენ ვართ პრინციპების, ზნეობის ხალხი. წესის ხალხი გეუბნებით, შენ თუ არ გესმის, რას ნიშნავს სახალხო დამცველობა, თუ არ გესმის, რომ ფარად უნდა დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას, ამ უსამართლობა ნაზეიმებ ქვეყანაში, უნდა გამოესარჩლო გაჭირვებულ ხალხს, რომლებსაც შვილებს ართმევენ სოციალური მუშაკები, შენ არ ხარ სახალო დამცველი, შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი. შემირცხვენია ის ხალხი, ვინც შენ სახალხო დამცველად დაგნიშნა. მიმაჩნია, რომ თვითონ ეს ინსტიტუტი ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან უნდა დადგეს ქართველი ხალხის სამსახურში ერთხელ და სამუდამოდ. მიმაჩნია, რომ დაცინვაც ძალადობაა. შეიძლება ადამიანს ხელი დაარტყა და ნაკლები ზიანი მიაყენო, ვიდრე სიტყვით. როდესაც გამოდიხარ და იცავ ისეთ ტელევიზიებს, ისეთ მედია რესურსებს, რომელიც დილიდან საღამომდე გულს უხეთქავენ ტრადიციულ საზოგადოებას, შენ ხარ მოძალადე და არა სახალხო დამცველი“, - განაცხადა ვასაძემ.

მან ასევე ძალოვან უწყებას მოუწოდა, ხალხის გევრდით დადგნენ.

„მინდა გავაფრთხილო და მოვუწოდო ჩვენს ძვირფას, პატივცემულ ძალოვანებს, თუ გადაუტრიალდათ ამ ჩვენს ნამუსგარეცხილ პოლიტიკოსებს ტვინი და მაინც ეცადნენ, რომ დააძალონ ქართველ ხალხს სიბინძურის კვირეული, ნუ გამოესარჩლებით ამ სიბინძურეს იმიტომ, რომ ხალხი მოვა და თავის სათქმელს მაინც იტყვის. დადექით თქვენი ხალხის გვერდზე და დალოცვილები და დახარებულები იქნებით“,-განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება. აქციაზე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა