მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი ძალაში რჩება და მას ჰქვია დესტრუქცია

„ნაციონალური მოძრაობის" საფირმო და სამარკო ნიშანი არის დესტრუქცია - მათი მიზანი იყო ქვეყანა აერიათ და ამღვრეულ წყალში დაეჭირათ თევზი, ეს მიზანია ახლაც მათი მხრიდან დეკლარირებული , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ დეკლარირებს იმას, რისთვისაც პარლამენტში შედიან.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც, ისინი გაყალბებაზე დაიწყებენ საუბარს.

“როცა ისე შემოდიან, რომ ისინი უარს ამბობენ ევროპის დამოკიდებულების გაზიარებასა და მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ხელისმოწერაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ეს სამარკო ნიშანი ძალაში რჩება და მას ჰქვია დესტრუქცია. სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ამ სიტყვის გამეორება, მაგრამ რთულია სხვანაირად შეაფასო "ნაცმოძრაობის" ქმედებები, მაშინ, როცა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, უარს ამბობენ შეუერთდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას. რადგან სხვანაირად ვერ აღწევენ წარმატებას, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი მიზანი ადრეც იყო, რომ ქვეყანა აერიათ და ამღვრეულ წყალში დაეჭირათ თევზი, ეს მიზანია ახლაც მათი მხრიდან დეკლარირებული. ისინი არათუ იმას ამბობენ, რომ შემოვლენ პარლამენტში და იმუშავებენ საკითხებზე, რაც ხალხს აინტერესებთ, არამედ თვითონ დეკლარირებენ, ვერ ითმენენ და ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში შესვლით გამოიყენებენ ტრიბუნას არჩევნებისთვის და რაც არ უნდა კარგად ჩატარდეს, ისინი წინასწარ გეუბნებით - იტყვიან, რომ გაყალბდა, კიდევ იქნება სპეკულაციები, ეს არის მათი მიზანი", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა