შალვა პაპუაშვილი - გახარიას ქცევას საბოლოო ჯამში ორი ახსნა აქვს - ერთი ისაა, რომ შეეშინდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და მეორე - ეს არის განზრახ, გათვლილი ქმედება

ჭორაობა და სისულელე არის ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის 90 წევრს ეუბნება, რომ იმუნიტეტის არმოხსნა იქნებოდა სახელმწიფოს კაპიტულაცია, რამდენიმე საათში კი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება უწევს, თანამდებობიდან გადადგება,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ „ფეისბუქზე“ გაკეთებულ კომენტარს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გახარიას გადადგომა ან პასუხისმგებლობიდან გაქცევა, ან წინასწარ გათვლილი ქმედებაა.

„დისკუსია ერთი წინადადებით მოჭრა, როდესაც თქვა, რომ სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა სახელმწიფოს პირდაპირი კაპიტულაცია. რამდენიმე საათში ამის გადათქმა, რა თქმა უნდა, ეჭვებს იწვევს. დღემდე მას არ აუხსნია ეს. ამის პარალელურად ვხედავდით სხვა მოვლენებს. საკითხი არის ის, რამდენადაა დაკავშირებული ეს ყველაფერი ერთმანეთთან. მის ქცევას საბოლოო ჯამში ორი ახსნა აქვს. ერთი ახსნა ისაა, რომ შეეშინდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და მეორე - ეს არის განზრახ, გათვლილი ქმედება”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას თქმით, მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო