ფილიპ რიკერი - ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისა, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმება.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სახელით, ამ დრომდე გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა გასულ შემოდგომაზეც, როდესაც აქ სახელმწიფო მდივანი პომპეო იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. თავდაპირველად ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, თუმცა კოვიდით გამოწვეული სიტუაციის გამო მოგვიწია მისი გადადება, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ამ კუთხით უკეთესდება.

ამ პრესკონფერენციის შემდეგ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. მივემგზავრები ბაქოსა და ერევანში და იქიდან კვლავ უკან დავბრუნდები საქართველოში გარკვეული პერიოდით.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა.

ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს“, - აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო