ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი მიმდინარე კვირაში ღონისძიებებს გამართავს

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი მიმდინარე კვირაში ღონისძიებებს გამართავს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნატოს სამეკავშირეო ოფისის პრესსამსახურიდან აცნობეს, 8 ივნისს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი მაღალი რანგის პოლიტიკურ დისკუსიას უმასპინძლებს, 11-13 ივნისს კი, გალერია „ფოტოგრაფიასთან“ ერთად, ფოტოკონკურსს „მედგარი ქართველები/მედგარი საქართველო“-ს შემაჯამებელ გამოფენას მოაწყობს.

„ფოტოგამოფენა აერთიანებს პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების შთამბეჭდავ ნამუშევრებს, რომლებიც ქართველების გამძლე და მედგარ ბუნებას ასახავს. ქვეყნის მასშტაბით მიღებული, ასობით შესანიშნავი ფოტოდან, საორგანიზაციო ჯგუფმა 30 ფინალისტი შეარჩია, რომელთა ნამუშევრებიც ყველაზე უკეთ ეხმიანებიან საკონკურსო თემატიკას. ფინალისტების ფოტოები 3 სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: კონცეპტუალურს, დოკუმენტურსა და მობილური ტელეფონით(მოწყობილობით) გადაღებულს. გამარჯვებულს თითოეულ კატეგორიაში პროფესიონალი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები კი 2,000 ლარით დაჯილდოვდებიან.

გამარჯვებულთა ვინაობა გამოფენის გახსნაზე, 2021 წლის 11 ივნისს, გახდება ცნობილი. საზოგადოებას საშუალება ექნება ეწვიოს გალერია „ფოტოგრაფიას“ და დაათვალიეროს საკონკურსო ნამუშევრები 11 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით (11 ივნისი: 19.00-20.00; 12 ივნისი და 13 ივნისი: 12:00-20:00): Photo Exhibition - Resilient Georgia/Resilient Georgians | Facebook

პარალელურად, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი მასპინძლობს მაღალი რანგის პოლიტიკურ დისკუსიას 2021 წლის 8 ივნისს. დისკუსიის პანელი თემაზე „მედეგი საქართველო,“ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ოფიციალურ Facebook-ი გვერდის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან, გერმანიის მარშალის ფონდიდან და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დახელოვნების ცენტრიდან. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, დოქტორი როსარია პუგლისის მოდერირებით, პანელზე ყურადღება გამახვილდება ქვეყნისათვის მედეგობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

ქართულ კულტურაში „მედეგობის“ ცნება ერის გამძლეობასა და სიმტკიცეს ეფუძნება, რამაც საუკუნეების მანძილზე უცხოური დაპყრობების მიუხედავად ქართველი ხალხი გადაარჩინა. ამგვარად, მედეგობა ქართული იდენტობის გამორჩეულ ნაწილად აღიქმება. ამ რიგი ღონისძიებებით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს სურს წვლილი შეიტანოს ფართო პოლიტიკურ დისკუსიაში თუ რას ნიშნავს მედეგობა და რა საშუალებების გამოყენება შეიძლება მის მხარდასაჭერად“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა