მამუკა ხაზარაძე - გახარიას ოპოზიციად წარმოჩენა, ჩავარდა და ახლა თავის წერილი გამოიყენა, რათა საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ნამდვილ ოპოზიციონერ გახარიასთან აქვს საქმე

სულ რაღაც სამი თვის წინ გახარია იყო მათთვის ერთ-ერთი შეუცვლელი, ყველაზე მაგარი მენეჯერი - საკადრო საკითხებში ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ყოველთვის, შეცდომა დაუშვა , - ასე ეხმიანება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილმა ეს წერილი გამოქვეყნა იმიტომ, რომ გახარიას ოპოზიციად წარმოჩენის პროექტი ჩავარდა.

"ქართული ოცნება" იშლება შიგნიდან და ერთმანეთის ეპითეტებით შემკობით არიან დაკავებულნი. სულ რაღაც სამი თვის წინ, გახარია იყო მათთვის ერთ-ერთი შეუცვლელი, ყველაზე მაგარი მენეჯერი და ეს იმას მიუთითებს, რომ საკადრო საკითხებში ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ყოველთვის, შეცდომა დაუშვა, რადგან „ქართული ოცნების“ მენეჯმენტი ვერ ასრულებს ქვეყნის მიმართ აღებულ ვალდებულებებს. რეალურად, ბიძინა ივანიშვილის პროექტი - გახარიას ოპოზიციად წარმოჩენა, ჩავარდა და ახლა გამოიყენა თავის წერილი, რომ საზიგადოებას დაანახოს, თითქოს ნამდვილ ოპოზიციონერ გახარიასთან აქვს საქმე. სინამდვილეში, ეს არის ერთი გაერთიანება ადამიანების, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე. რეალურად ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც გახარია პასუხისმგებელნი არიან სიღარიბეზე, ემიგრაციის უზარმაზარ ტალღაზე, უმუშევრობაზე და ამ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა და არა ერთმანეთის მიმართ წერილების წერაზე", - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს