ხათუნა სამნიძე - ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე წამოვწევთ ისეთ თემებს, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს

ასეთი მაღალი რანგის სისტემატური ვიზიტები, როგორც იყო სენატორების ვიზიტი და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო როგორც სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის აქ მიმდინარე მოვლენები - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ფილიპ რიკერთან ისინი ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზე, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრებენ.

„ამავდროულად იმ საკითხებზე ვისაუბრებთ, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში ქვეყნის შიგნით, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის დღის წესრიგში არსებული საკითხები: მართლმსაჯულება, სადაც ბუნებრივია ჩვენ წამოვწევთ ისეთ თემებს, რომელიც ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას უკავშირდება ანუ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, რომელიც დღესაც დღის წესრიგშია. ის, რომ ამ ტიპის გზავნილები და ვიზიტები არის ინტენსიური და სისტემატური მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შეასრულოს ეს ვალდებულებები, რასაც ხელი მოაწერა. ვიზიტები, განცხადებები მოწმობს, რომ ამ პროცესს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან დაკვირვებით ადევნებენ თვალს, არ აპირებენ ზურგი შეაქციონ ქვეყანას", - განაცხადა სამნიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო