ნიკა მელია - ყველა სტრატეგიული პარტნიორი საქმის კურსშია, რატომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, ვფიქრობ, ამაზე საუბარიც აღარ არის მიზანშეწონილი

ყველა სტრატეგიული პარტნიორი არის საქმის კურსში თუ რატომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ - მე ვფიქრობ, ამაზე საუბარიც აღარ არის მიზანშეწონილი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან ფილიპ რიკერთან საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მელიას განმარტებით, საუბარი შეეხება რუსეთის მზარდ აგრესიას როგორც საქართველოს შიგნით, ასევე რეგიონში.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით, გაგრძელებული უსაფრთხოებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. რუსეთის გავლენის ზრდასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეგიონში, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი, ამიტომ საკითხები არ იქნება უბრალოდ საკითხებისთვის. საკითხებთან ერთად ოპოზიცია მზად არის სტრატეგიულ პარტნიორებთან ისაუბროს არა მხოლოდ პრობლემების სტილში, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არსებობს საკითხების. ვფიქრობ, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, არსებობს უდიდესი პოტენციალი, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობის სახით, ქართველ ხალხთან დადგნენ ისე ახლოს, როგორსაც თითოეული პატრიოტი ქართველი ისურვებდა. ეს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გახსნილია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შანსის მაქსიმალური კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ“, -განაცხადა მელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო