დავით ბაქრაძე - ფილიპ რიკერთან ვისაუბრებთ ტრადიციულ თემებზე - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შიდაპოლიტიკურ განვითარებას

ბუნებრივია, შეხვედრაზე ვისაუბრებთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ სენატის დელეგაციის შემდეგ რამდენიმე დღეში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობითი დელეგაციაა თბილისში.

„ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ არ დაგიმალავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მათ შორის საარჩევნო/სასამართლო რეფორმის საკითხებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხს, მედიის თავისუფლებას ანუ ყველა იმ თემას, რომელიც დღეს შიდა დღის წესრიგში დგას და რომელთა დიდი ნაწილიც ასახულია პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშიც“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა