შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ემხილებინა, რომ გახარიას გუნდის მხრიდან მისი სახელის გამოყენება ხდება, რათა ადამიანები საკუთარ აქტივში მოიზიდონ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის მხრიდან „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მოიზიდონ ადამიანები საკუთარ აქტივში.

მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია „ამხილა“.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს, როგორც ჩანს, ისეთ ზღვრამდე მივიდა გიორგი გახარიას და მის გუნდის ქცევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ამას გამოპასუხებოდა იმ კუთხით, რომ ემხილებინა ერთი მხრივ ის, რომ ხდება მისი სახელის გამოყენება გიორგი გახარიას გუნდის მხრიდან იმისთვის, რომ მოიზიდონ ადამიანები საკუთარ აქტივში და ამას აეხადა საბოლოოდ ფარდა და მეორე, ასევე ის ქცევა, რომელიც მისი მხრიდან იყო თებერვალში, კიდევ ერთხელ შეფასდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ განხილულა უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შესაძლო დაწყების საკითხი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მმართველი გუნდი „სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხს არ წყვეტს.

„გუნდში იყო სხვადასხვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით იმუნიტეტის შეწყვეტა ღირდა თუ არ ღირდა, სწორედ ამიტომ შედგა უმრავლესობის სხდომა, სადაც გიორგი გახარია იყო მოწვეული. ის არწმუნებდა უმრავლესობის წევრებს, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო იმუნიტეტის შეწყვეტა, რასაც ყველა ვხვდებოდით, რა მოყვებოდა შემდეგ- ნიკა მელიას დაპატიმრება. შესაბამისად, რამდენიმე საათში შეიცვალა აზრი და დღემდე დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ შეიცვალა აზრი. მის გადაწყვეტილებას მხოლოდ 2 ახსნა აქვს, ერთი არის ის, რომ ის გაექცა პასუხისმგებლობას ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და მეორე, ეს იყო წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილი. ეს ორი ვარიანტია, სხვა ვარიანტი არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა